1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად"

ჩამოტვირთვა

საქართველოს საგარეო უწყებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „ ოსური ბატალიონის“ შექმნის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყებამ არაერთხელ გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ. "ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად, ხოლო იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მოსახლეობა ან ემსახურება რუსეთის სამხედრო ბაზას ან მსახურობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში, რის მაგალითსაც წარმოადგენს ზემოხსენებული ე.წ. "ოსური ბატალიონის" შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო უწყების განცხადებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების გაძლიერებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსური და მატერიალური საშუალებების გამოყოფა ხდება იმ ფონზე, როცა თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მასშტაბით სამხედრო, მათ შორის ბირთვულ, ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის ავარიების შესახებ, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის პირველ რიგში რუსეთის მოსახლეობას, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებს და მთლიანად მსოფლიოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ოსური ბატალიონში მიიღებენ ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს და მათ ექნებათ რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომსახურე პირების თანაზომადი ფულადი ანაზღაურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები