1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკვე გადაწყვეტილი საკითხია“

ჩამოტვირთვა

„საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში უკვე გადაწყვეტილი საკითხია“-ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა თანაშემწემ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომელიც ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსი ამიერკავკასიის ყველა ქვეყანასთან მიმართებით ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს და არ განიხილავს რეგიონს, როგორც ერთ ელემენტს. მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს. საპარლამენტო უმრალესობას მიაჩნია, რომ ჯეიმს აპატურაის განცხადება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია განსაკუთებით ამ პერიოდში, როდესაც საქართველო ემზადება ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გოკა გაბაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები ნატოში გაწევრიანებას უზრუნველყოფს. საქართველო 2012 წლის მაისში დაგეგმილი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისთვის ემზადება, სადაც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული აქტუალური საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან, მათ შორის, იმსჯელებენ ალიანსის გაფართოებაზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ნუგზარ წიკლაურს მიაჩნია, საქართველოს ნატოში გაერთიანება გარდაუვალი პროცესია. წიკლაური იმედოვნებს, რომ ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება : საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა აცხადებს შოთა მალაშხია და ამბობს, რომ ქვეყანა მალე ევროპის ნაწილი გახდება: საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმატებული ვიზიტის შედეგს წარმოადგენს დეკემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული კომუნიკე. მიუხედავად იმისა, რომ მინისტერიალის დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა ნატო-ს გაფართოების საკითხი, საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვან ახალ ჭრილში იქნა განხილული: საქართველო პირველად იქნა მოხსენიებული ბალკანეთის რეგიონის MAP-ის მქონე ქვეყნებთან ერთად, რაც ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ნატო-ს პოლიტიკური ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები