1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზამთრის სამუშაოებისთვის დამატებითი ტექნიკის შეძენა იგეგმება

ჩამოტვირთვა

ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მოსალოდნელი უამინდობის გამო მუშაობა კვლავ 24 საათიან რეჟიმში მოუწევთ, ამის შესახებ ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რამაზ ნიკოლეიშვილისა და ალექსანდრე ხეთაგურის ანგარიშების მოსმენის შემდეგ, განაცხადა. პრემიერ მინისტრის თქმით, უკვე შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ახლო მომავალში ზამთრის სამუშაოებისთვის დამატებითი ტექნიკის შეძენა იგეგმება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, დიდთოვლობამ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ყველაზე დიდი პრობლემები ზემო აჭარასა და წალენჯიხაში შექმნა. მინისტრის განმარტებით, ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგია 3 ათას აბონენტს არ მიეწოდება, რაც აბონენტთა 0.2 პროცენტს შეადგენს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ზამთრის პერიოდში პრობლემურ ადგილებად კვლავ კობი–გუდაურისა და სამცხე–ჯავახეთის გზები რჩება, ნიკოლეიშვილის თქმით, დამატებითი ტექნიკა სწორედ ამ ადგილებში იქნება გამოყენებული. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები