მსოფლიო
პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
2012-02-14 19:03:14
ჩამოტვირთვა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დღესვე პარლამენტში ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობისა და იშხანის მდგომარეობის შესახებ. გამომსვლელ დეპუტატთა შორის პირველი ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე იყო. მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, საქართველოს საპატრიარქოს ჩართვა მოითხოვა. თარგამაძემ პატივისცემა გამოხატა თურქეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად; ასევე, თურქები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველო და თურქეთი თანაბრად არიან დაინტერესებული პარტნიორული და გულწრფელი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. უმრავლესობამ თარგამაძეს უპასუხა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველა მხარე ჩართულია და მათ შორის, ინფორმირებულია საზოგადოებაც.
კომენტარები