2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეცტექნიკის შეძენა იგეგმება

ჩამოტვირთვა

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობის გამო გამოწევული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გასცა დამატებით სპეცტექნიკის შესყიდვის თაობაზე. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივას თავშესაფრების ამოქმედების თაობაზე. მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, საუბრის თემებს შორის იყო პრეზიდენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები. აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი. პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ახლადგახსნილი სამედიცინო დაწესებულებების მონახულება ცაგერში, დმანისში, წალენჯიხაში, ყვარელში, მესტიაში, ონსა და ახმეტაში. სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს. იგი ყველა სადაზღვევო კომპანიას მოუწოდებს აღებული ვალდებულება დროულად შეასრულოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები