პოლიტიკა
ისრაელის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტი გამოეხმაურა
2012-02-14 14:23:23
ჩამოტვირთვა
ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ჩართულია საქმის გამოძიებაში. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში ისრაელის ელჩის მძღოლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომანქანაში 13 თებერვალს იპოვეს.
კომენტარები