მსოფლიო
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკვე გადაწყვეტილი საკითხია“
2012-02-14 13:53:07
ჩამოტვირთვა
„საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში უკვე გადაწყვეტილი საკითხია“, - ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა თანაშემწემ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომელიც ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის შესახებ აპატურაიმ განაცხადა, რომ მათ ალიანსში გაწევრიანების სურვილი არ გამოუთქვამთ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსი ამიერკავკასიის ყველა ქვეყანასთან მიმართებით ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს და არ განიხილავს რეგიონს, როგორც ერთ ელემენტს.
მისი თქმით, შესაძლოა, ნატომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სფეროებში რეფორმების გატარებაში. მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
კომენტარები