2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

250 ათასი ლარი ივანიშვილისგან „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ანგარიშზე

ჩამოტვირთვა

საქართველოს კონტროლის პალატამ ფინანსური მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიულ პირს, „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ ბიძინა ივანიშვილმა ხელფასის სახით 250 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა. ლევან ბერძენიშვილი - 15360 ლარი დავით ზურაბიშვილი - 11760 ლარი ივლიანე ხაინდრავა - 13840 ლარი თინათინ ხიდაშელი - 11520 ლარი ამ გადარიცხვასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობენ. 2012 წლის 8 თებერვალს ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ და ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“. ნათია მოგელაძის ინფორმაციით, ორგანიზაციამ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა. ანალიზის შედეგად გარიკვა, რომ ამ ორგანიზაციას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან კავშირი არ ჰქონია. „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე რესპუბლიკურ პარტიას, რადგან ზემოაღნიშნული იურიდიული პირი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირებულ ორგანიზაციას და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება. კონტროლის პალატის ინფორმაციით, რესპუბლიკურმა პარტიამ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა მასთან ასოცირებული იურიდიული პირის ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე. მოგვიანებით, რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარემ სპეციალური საპასუხო განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. სამწუხაროდ, ქართველ კანონმდებელთა მიერ მიღებულმა აბსურდულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში შეუძლებელი გახადა ამ ფინანსური რესურსით ზემოხსენებული პროექტები განხორციელებულიყო იმ ტემპით და იმ რეჟიმში, როგორც ეს რესპუბლიკურ ინსტიტუტს წარმოედგინა. იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა სახელმწიფოსგან ამ თანხების მიტაცება, შეზღუდულ დროში გავწიეთ ხარჯები, რომელიც ასახულია ანგარიშბრუნვის დოკუმენტებში, რომელთაც თან ვურთავთ. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ მაინც შევქმენით ძირითადი პროექტების განხორციელების პოტენციალი. განხორციელებული პროექტების ანგარიშს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. კონტროლის პალატის დღევანდელ განცხადებას ოფიციალურ გვრედზე რესპუბლიკურმა პარტიამაც უპასუხა. გაცნობებთ, რომ რესპუბლიკურ პარტია არ და ვერ წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას შემდეგ გარემოებათა გამო: 1. რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია; 2. თქვენს წერილში მითითებული კანონის ნორმები (არ ითვალისწინებს პარტიის მიერ სხვა ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების თქვენთვის 3 დღის ვადაში მოწოდების ვალდებულებას. ამას არ ითვალისწინებს არც წერილში ნახსენები კანონით თქვენთვის "მონიჭებული მანდატი". აღნიშნული მანდატის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი "პარტიის ფინანსებთან" დაკავშირებით, რასაც შეუფერხებლად მიიღებთ; 3. უსაფუძვლოა თქვენი მითითება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ მოთხოვნაზეც, რომლის მიხედვით პარტიამ თავის საფინანსო დეკლარაციაში უნდა ასახოს მასთან დაკავშირებული ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის ხარჯები. აღნიშნული ნორმა რესპუბლიკურ პარტიას არ ავალდებულებს თავის 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ფინანსურ ანგარიშში ასახოს „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხარჯები. როგორც რესპუბლიკურ პარტიაში აქამდე აცხადებდნენ, „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ხელფასის სახით თანხას არ იღებდა და დაფინანსება მხოლოდ გრანტების საფუძველზე ხდებოდა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, რესპუბლიკურ პარტიას ამ დრომდე არ წარუდგენია „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც არ არის გამორიცხული, პარტიის მიმართ, გარკვეული სანქციებიც დაწესდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები