მსოფლიო
საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება
2012-02-13 20:20:59
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებს“ უმრავლესობიდან წასული კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი შეუერთდა ხოლო „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი წევრი რატი მაისურაძე ფრაქცია „ ძლიერ საქართველოს“ წევრთა შემადგენლობაში შევიდა. ამ ცვლილებამ უმცირესობაში დეპუტატთა რაოდენობა 13 - მდე გაზარდა რამაც პარლამენტში უმცირესობის არსებობა უზრუნველყო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით კობა კურდღელაშვილის მოსაზრებები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს არ ემთხეოდა . სწორედ ზემოთაღნიშნულმა აზრთა სხვადახვაობამ განაპირობა მისი უმცირესობაში გადასვლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ კურდღელაშვილმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობიდან უმცირესობაში გადასვლა. მისი თხოვნა დღეს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაკმაყოფილდა.
საპარლამენტო უმცირესობა დაშლის საფრთხის წინაშე ორჯერ დადგა. გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უმცირესობაში შემავალი ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაწევრიანდა. მარსაგიშვილმა პარტიიდან წასვლის მიზეზები წერილში განმარტა:
„პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ და მისი თაოსნობით მძლავრი ოპოზიციური ერთობის შექნამ ქართველ ერს მომავლის იმედი განუმტკიცა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლებისა. თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო, რომ მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ვერ ამაღლდნენ პირად და პარტიულ ინტერესებზე. მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე პარლამენტის ერთადერთ ჭეშმარიტ ოპოზიციურ ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის"
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რომან მარსაგიშვილის წასვლის მიზეზად მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. ლორთქიფანიძის თქმით, მარსაგიშვილი უკვე ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სრულუფლებიანი წევრია. რაც შეეხება უმრავლესობიდან გარიცხულ ბეჟან ხურციძეს, ლორთქოფანიძე ხურციძეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე სთავაზობს მის ფრაქციში გაწევრიანებას:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
კომენტარები