2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი დღეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა

ჩამოტვირთვა

მიხეილ სააკაშვილი დღეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა და ახლადაშენებული საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ხათუნა კალმახელიძემ ქვეყნის პირველ პირს ის სერვისები გააცნო, რომლებიც პატიმრების სანახავად მისული ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის პროცედურების გამარტივებისა და კომფორტის შექმნის მიზნით დაინერგა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძველსა და ახალ სისტემას შორის განსხვავება სწორედ ამ ადამიანებმა იგრძნონ. მიხეილ სააკაშვილმა ციხეების განტვირთვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად, სასჯელის მოხდის ალტერნატიული პროგრამები უნდა შემუშავდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები