2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების„ საინიციატივო ჯგუფს 15 თებერვალს წარადგენს

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილი 15 თებერვალს პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების “ საინიციატივო ჯგუფს წარადგენს. საინიციატივო ჯგუფში 20 ადამიანი შევა. როგორც პარტიის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანდებიან აკადემიური წრის წარმომადგენლები, ექსპერტები, იურისტები, ჟურალისტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველები, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები. „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ივანიშვილისადმი მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი არადამაჯერებელი და არასანდო ფიგურაა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საკმარისი არგუმენტი აქვს ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან კავშირში დაადანაშაულოს, ფაქტებს კი საზოგადოება უახლოეს პერიოდში იხილავს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებზე გამოხატულ პროტესტს უერთდება. მისი თქმით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას წარმოადგენს, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები