2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მედვედევის თავდასხმა ლავროვზე

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სერგეი ლავროვის უწყებას აკრიტიკებს და მისგან რუსეთის საგარეო პოლიტიკური პრობლემების უფრო ღრმა ანალიზს ითხოვს. დიმიტრი მედვედევმა დიპლომატებთან შეხვედრის დროს საგარეო უწყების თანამშრომლებს მოუწოდა, პრეზიდენტისთვის მომზადებული მასალები უფრო აქტუალური და საინტერესო თემებით დააკომპლექტონ. კრემლის შიგნით აგორებულ სკანდალს დღეს საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ: მედვედევის კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა საგარეო დაზვერვის უწყებაც, რომლის ანგარიშებიც რუსეთის პრეზიდენტისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ექსპერტ კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების დასანახად გადადგმული ნაბჯია, რადგან სირიისთვის იარაღის მიყიდვის ფაქტმა რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა, რომელსაც განეიტრალება სჭირდება. მოყვება თუ არა რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკას ლავროვის უწყებისადმი პოლიტიკური სკანდალი ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა რუსი და ქართველი ექსპერტების უმრავლესობა აღიარებს, რომ ეს მოლოდინი დიდი ალბათობით გამართლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები