პოლიტიკა
რუსეთი აფხაზ და ოს მოსახლეობას დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტას უპირებს
2012-02-09 20:01:52
ჩამოტვირთვა
ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საქართველოს მიერ შეთავაზებულ ნეიტრალურ პასპორტებს რუსული მხარე სიყალბეს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ სულ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის არარსებობა ფანდია და საქართველო რეალურ დათმობაზე არ მიდის.
“უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ნეიტრალური პასპორტები, სინამდვილეში სულაც არ არის ნეიტრალური. ამ პასპორტებში გრაფაში სახელმწიფო კოდი მითითებულია საქართველო, ხოლო გამცემ ორგანოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მხოლოდ იმით, რომ რომ ასეთ დოკუმენტებს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა არ აქვს ვერავინ მოტყუვდება. ეს მხოლოდ ხერხია მათ მოსატყუებლად ვისაც თბილისის ჩანაფიქრით ეკუთვნის ეს დოკუმენტები, კერძოდ საუბარია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებზე.“
ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ქართულთან ერთად სთავაზობს ნეირტრალურ პასპორტებსაც, .რომელთა მეშვეობით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს საზრღვრებს გარეთ გადაადგილებაც შეუძლიათ, თუმცა ეს საკითხი ყველა იმ ქვეყნასთან უნდა შეთანხმდეს სადაც ეს პასპორტები ლეგალურ დოკუმენტად მიიღება.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კონონში დეტალურადაა გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი მოქალაქეების მაქსიმალური ინტეგრაცია გარე სამყაროსთან. როგორც ექპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტად სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების მოქალქეებისთვის ნეიტრალური პასპორტების გადაცემა გამოიყო.
20 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონებში „ლეგიტიმურად მცხოვრებ“ პირებზე პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ითვალისწინებს. დოკუმენტი საზღვარგარეთ გადაადგილების შესაძლობლობას იძლევა. ნეიტრალური პასპორტების აღება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია.
კომენტარები