2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის ადვოკატები ოლიგარქისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ისევ ითხოვენ

ჩამოტვირთვა

ოლიგარქ ივანიშვილის ადვოკატები ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისკენ მოუწოდებენ. როგორც ცნობილია, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადა 14 თებერვალს ეწურება. ადვოკატები აცხადებენ, რომ სწორედ რეესტრისა და შსს-ს მიერ გაცემული დასკვნა უნდა დაედოს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრისა და შს სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, პრეზიდენტს კანონით 30-დღიანი ვადა აქვს, რათა ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები