მსოფლიო
ცხინვალი - სისხლისღვრა ან დე ფაქტო ორხელისუფლებიანობა
2012-02-08 12:49:15
ჩამოტვირთვა
დეფაქტო ორხელისუფლებიანობა ცხინვალის რეგიონში ახლო მომავლის პერსპექტივად იქცა. 10 თებერვალს ალა ჯიოევას ინაუგურაცია შედგება, თვენახევარში კი 25 მარტის ე.წ. არჩევნების შედეგად არჩეულ დეფაქტო „პრეზიდენტს მონათლავენ. როგორც პოლიტიკოსების ნაწილი აღნისნავს, არსებობს მოვლენების შეცვლის კრემლისთვის არცთუ უცხო და არც ისე უცნობი გეგემა. სეპარატისტულ რეგიონში ორხელისუფლებიანობის თავიდან აცილება მხოლოდ მაშინ მოხერხდება თუ კრემლის დაკვეთით ჯიოევას ჯგუფის განეიტრალება და მისი „საშიშ საზოგადოებრივ საქმიანობისგან“ ჩამოშორება მოხდება. ქართველი ექსპერტები კი თვლიან, რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის ინდირა განდის ინაოგურაციის თარიღის დანიშვნისაკენ თავად კრემლმა უბიძგა.
ჯიოევას მომხრეების სასამართლო პროცესები ვლადიკავკაზში ჯერაც არ დასრულებულა. მის ერთგულ თანამოაზრეებს - ჯამბულატ თედეევსა და ანატოლი ბარანკევიჩს კი შეხედულებები უკვე შეაცვლევინეს. რუსეთის „ფსბ“-მ მოახერხა თედეევს , ჯიოევას საარჩევნო კამპანიის მთავარი დამფინანსებელს პოლიტიკიდან წასვლის და სპორტით თავის შექცევის გადაწყვეტილება მიეღო. ბარანკევიჩი კი ჯიოევას ურჩევს ინაუგურაციის ჩატარებისაგან თავი შეიკავოს. როგორც პოლიტიკოსები თვლიან მიუხედავად ცხინვალის რეგიონში არსებული არეულობისა, გამოიკვეთა ,რომ რუსეთი რეგიონში სასურველ პოლიტიკას მშვიდობიანი გზით ვეღარ ატარებს.
რუსული მედია ცხინვალში სამოქალაქო დაპირისპირებას წინასწარმეტყველებს. საუბარია იმაზე, რომ მარიონეტული ხელისუფლება 10 თებერვლის „ინაუგურაციის“ არდაშვების მიზნით ძალას გამოიყენებს. მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც ჯიოევას ვა-ბანკზე წავლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
როგორც თავად ოპოზიციონერი აცხადებს, მისმა ნათლობამ მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს, თავის დაზღვევის მიზნით კი მან უშიშროების სამსახურს, თავდაცვისა და შს მინისტრებს „ინაუგურაციის“ უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია სთხოვა.
თბილისში კი ვარაუდობენ, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში შანტაჟსა და ზეწოლას გააგრძელებს, ხოლო თუ ამანაც არ გაჭრა კრემლი სისხლის ზღვრის დაწყაბას არ მოერედიება.
ჯიოევას გარდა ცხინვალში უკვე აღარავინ ურჩობს. საკუთარი კანდიდატურა კრემლის კანდიდატმა ბიბილოვმაც მოხსნა, როგორც კომერსანტი წერს ბიბილოვის ნაცვლად 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობას მოსკოვში ცხინვალის დეფაქტო ელჩი დიმიტრი მედოვი მიიღებს.
მიუხედავად ყველაფრისა ჯიოევას გეგმები ამ დრომდე უცვლელია. ინაუგურაცია 10 თებერვალს აუცილებლად ჩატარდება, ცხინვალში, ჩკალოვის 10 ნომერში. სტუმრები დაპატიჟებულები არიან, მათ შორის, რუსეთიდანაც, მაგრამ ვინ გაბედავს ამ ღონისძიებაზე დასწრებას, რთული სათქმელია.
კომენტარები