2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დიმიტრი მედვედევი ამერიკას და საქართველოს აფრთხილებს?!

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამერიკის მიერ საქართველოს შეიარაღების განახლების წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებას არ გამორიცხავს. როგორც მედვედევმა საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ბაზებს ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება შეუძლია. სამხედრო ბაზების გაძლიერების მიზეზად კი მედვედევი ამერიკის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას ასახელებს. მისივე თქმით, საქრთველოს ამერიკა სახმედრო შეიარაღებას 2008 წლის შემდეგ გამუდმებით აწვდის. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივად აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოსთან არავითარი გარიგება არ შემდგარა. „ჩვენ გავაძლიერეთ სამხედრო ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმისათვის, რომ დაიცვან ამ ორი სახელმწიფოსა და რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებიც. იქ საკმაოდ რაოდენობის იარაღია, რომელსაც ნებისმიერი თავმდამსხელისთვის არათანაბარზმომიერი ზიანის მიყნება შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშალოთ ამერიკას საქართველოს იარაღით მომარაგება. ამის შესახებ ღიად ვსაუბრობთ ზოგეირთ სახელმწიფო მეთაურთან. განგებ აღვნიშნავ, რომ რასაც ისინი აკეთებენ სახიფათოა. სამწუხაროდ ამის შეჩერება ჩვენ არ შეგვიძლია. ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება მხოლოდ ჩვენ სისუსტეს.“ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, ქართული მხარე მაქსიმალურად ეცდება საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმ აგრესიული რიტორიკის შესახებ, რომელიც მუდმივად ისმის მოსკოვიდან. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მსგავსს განცხადებას მას შემდეგ აკეთებს, რაც საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაკეთდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ. დეპუტატთა უმრავლესობა მორიგ რუსულ მუქარას არასერიოზულად აფასებს. მედვედევის ეს განცხადება რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გაძლიერებული მუქარის ნაწილია. რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაც დაანონსა. თუმცა მაშინ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წვრთნების ჩატარების მიზეზად ირანის წინააღმდეგ შესაძლო დაპირისპირება დაასახელეს. ახლა კი რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მისამართით აგრესიული განცახდებები უკვე ღიად გააჟღერა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები