2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ის, ვინც ივანიშვილის სუფრასთან ვერ მოხვდება ნამცეცებს მიიღებს

ჩამოტვირთვა

ის ვინც სუფრასთან ვერ მოხვდება – ნამცეცებს ვთავაზობ, დაახლოებით ასე ჟღერს არაპოლიტიკურ ენაზე ოლიგარქ ივანიშვილის ახალი შეთავაზება: "ყველას გასაგონად ვაკეთებ განცხადებას: იმ პარტიებს, რომლებიც ვერ გაერთიანდებიან ჩვენს კოალიციაში, მაგრამ არ არიან იდეოლოგიურად მიუღებელნი, ვთავაზობთ მაჟორიტარული წესით არჩევნებისას საერთო კანდიდატზე შესაძლო შეთანხმების ვარიანტს", - აცხადებს ივანიშვილი ერთ–ერთ საგაზეთო ინტერვიუში. ბიზნესმენის ამ ინიციატივამ მის თანაგუნდელებზე განაწყენებული პარტიები გულწრფელად გაახარა; დღეს ივანიშვილის ამ განცხადებას უკვე გამოხმაურება მოყვა. „თავისუფალი საქართველო“ – ს ლიდერები ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, თუმცა მათთვის მიუწვდომელ ოლიგარქთან დაკავშირებას მასმედიის საშუალებით ცდილობენ. კუკავას პარტიის წევრებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ივანიშვილთან თანამშრომლობის პერსეპექტივა დააანონსეს. ივანიშვილის ინიციატივით გახალისებული „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები უკვე სამომავლო გეგმებსაც სახავენ და ღიად აცხადებენ, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, მათი თქმით, ივანიშვილისთვის მიუღებელნი იქნებიან. როგორც ცნობილია, ივანიშვილის შეთავაზება, იმ პოლიტიკურ ძალებს ეხებათ, რომლებიც ოლიგარქის განცხადებით "ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობის ეჭვს არ ტოვებენ". ალექსანდრე შალამბერიძემ დღეს ღიად დაასახელა, მისი თქმით ფსევდოოპოზიციური ძალები. ქრიასტიან–დემოკრატები, ეროვნულ– დემოკრატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები – ასეთია იმ პოლიტიკურ ძალათა არასრული ნუსხა, რომლებიც „თავისუფალი საქართველოს“ აზრით შავ სიაში არიან შესატანნი. კუკავას პარტიის ეს განცხადება, როგორც მოსალოდნელი იყო, მწვავედ გააკრიტიკეს დასახელებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა. განაცხადის აბსურდულობაზე საუბრობენ ქრისტიან–დემოკრატები, ხოლო ამ პროცესების მიღმა რუსულ კვალს ხედავს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ცალკე განზომილებაში არიან ლეიბორისტები. კახა ძაგანიას განცხადებით, როგორც ხელისუფლება, ასევე ივანიშვილი და ოპოზიციური პარტიები –შალვა ნათელაშვილს ებრძვიან, როგორც უძლიერეს კონკურენტსა და ქვეყნის უალტერნატივო ლიდერს. ლეიბორისტები ყველას ერთად უცხადებენ ბრძოლას და ბიძინა ივანიშვილს ღია ეთერში საუბარს სთავაზობენ. მოკლედ ვინ, ვის, რას სთავაზობს და ვინ ვის ენდობა – ამ ეტაპზე რთული გასარკვევია, არამარტო საზოგადოებისთვის, არამედ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეთათვისაც...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები