პოლიტიკა
საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ახალი ეტაპი
2012-02-07 12:51:57
ჩამოტვირთვა
კრემლის მუქარის მიზეზი ხდება. ვაშინგტონში მოპოვებული მხარდაჭერის და თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში მიღწეული ახალი შეთანხმებების გამო მოსკოვი გაღიზიანებას ვერ მალავს და ტრადიციულად ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ბაზებს აძლიერებს. მედვედევი ღიად აცხადებს, რომ იქ დიდი რაოდენობით იარაღი ინახება და საჭიროების შემთხვევაში, რუსული ინტერესების დასაცავად, ნებისმიერ ძალას დაუპირისპირდება.
რუსეთის პრეზიდენტი მიზეზად თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობებს და საქართველოს მილიტარიზაციას ასახელებს. მუქარის პარალელურად კრემლის ლიდერი სავაჭრო-ეკონომიკური ურთერთობების ეტაპობრივ აღდგენაზეც საურბობს. შეერთებული შტატების დახმარება მედვედევ-პუტინის გამოსვლების მთავარი თემებია.
ვლადიმერ პუტინი კი ნატოს მიმართ ზიზღს არ მალავს. ნატოს წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის გადმონაშთია და ის არავის სჭირდება.
კომენტარები