მსოფლიო
პარლამენტის სასესიო დარბაზში ჟურნალისტები კამერებით, სავარაუდოდ, აღარ იმუშავებენ
2012-02-06 12:58:54
ჩამოტვირთვა
მომავალი პარლამენტის სასესიო დარბაზში ჟურნალისტები ინდივიდუალური კამერებით, სავარაუდოდ, ვეღარ იმუშავებენ. სავარაუდოდ, იგივე სიტუაცია იქნება საპარლამენტო კომიტეტებშიც.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ახალი რეგლამენტის პროექტზე მუშაობს, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე იქნება ინიცირებული.
კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში იქნება მედიაცენტრი, საიდანაც ჟურნალისტებს პარლამენტის სასესიო დარბაზში მომუშავე 8 კამერისთვის თვალყურის დევნება და შემდეგ საჭირო მასალის გადმოწერა შეეძლებათ.
პარლამენტის ახალ რეგლამენტში ამომრჩეველთან დეპუტატების ურთიერთობაც რეგლამენტირებული იქნება.
ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, ახალ რეგლამენტში გაჩნდება ახალი თავი, რომელიც ამომრჩეველთან დეპუტატების ურთიერთობას შეეხება.
ასევე, როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, ახალ პარლამენტში კომიტეტების სხდომების გამართვისთვის რვა დარბაზი იქნება. დღევანდელ პარლამენტში კი ასეთი მხოლოდ ორია – ილია ჭავჭავაძის სახელობის და პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზები. საჭიროების შემთხვევაში კი კომიტეტების სხდომები კომიტეტების თავმჯდომარეების სათათბირო ოთახებშიც იმართება ხოლმე. მომავალ პარლამენტში კი კომიტეტების სხდომები სათათბირო ოთახებში აღარ ჩატარდება.
კომენტარები