2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს საზღვაო აკადემიას ეწვია

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს საზღვაო აკადემიას ეწვია და სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი დროიდან მებრძოლებით გამოირჩეოდა. "საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მოუხდა ბრძოლა, მიეღწია იმ ადგილისთვის, სადაც ახლა ვიმყოფებით, სწორედ ამიტომ ვეპყრობით სათუთად ჩვენს თავისუფლებას და იმ ხალხს, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს და რაც მთავარია, სწორედ ამიტომ ვეპყრობით სათუთად მსოფლიო ისტორიაში უდიდეს ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკა მხოლოდ სახელმწიფო არ არის ჩვენთვის, ის არის იდეა. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვის თავისუფლებასაც ემუქრებიან, ამერიკა არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეგიძლია, მიმართო არა იმიტომ, რომ ის ძლიერია და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს, არამედ უპირველესად იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის მსგავსადაც კაცობრიობის საუკეთესო, უმაღლესი ღირებულება – თავისუფლების იდეა არავის აქვს გაერთიანებული და ხორცშესხმული", - განაცხადა პრეზიდენტმა. მან აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმყოფებიან ავღანეთში. "მქონდა პატივი, მომენახულებინა ერთი ქართველი და ორი ამერიკელი ოფიცერი საავადმყოფოში. ისინი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ერთად მსახურობდნენ და ერთად დაიჭრნენ. ჩემთვის სასიამოვნო იყო მათი შემართების და განწყობის ნახვა. მათ დაკარგეს სხეულის ნაწილები და ლაპარაკობდნენ მოვალეობის აქტიური შესრულების გაგრძელებაზე. ასეთია ამერიკა და ასეთია საქართველო. სანამ ვარსებობთ და ვსუნთქავთ, იმედს არასდროს დავკარგავთ, არ მივეცემით პესიმიზმს და არ დავთმობთ თავისუფლებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი აშშ-ს საზღვაო აკადემიის 4 ქართველ სტუდენტსაც შეხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები