2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქართული ოპოზიციის ნაწილი ივანიშვილის კოალიციის წინააღმდეგ ილაშქრებს

ჩამოტვირთვა

ოპოზიციის გაერთიანების, ერთ დროს აქტუალური იდეა, როგორც ჩანს, ისტორიას საბოლოოდ ჩაბარდა. ივანიშვილის გუნდში „რესპუბლიკელები“ და ალასანიას პარტია მოხვდნენ, კუკავა–შალამბერიძის ტანდემი კი თამაშგარე დარჩა – ასეთია რეალობა. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ამჯერად, არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის გუნდში მოასპარეზე უსუფაშვილ–ალასანიას უპირიპირდებიან. კუკავა–შალამბერიძე მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის კოალიციაში მოხვედრას „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ბლოკავენ, რის შედეგადაც მათ ბიძინა ივანიშვილამდე მიღწევა ვერ მოახერხეს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერთა ბრალდებებს უარყოფს დავით უსუფაშვილი, თუმცა აცხადებს, რომ კოალიციაში მათ ისეთ პოლიტიკურ სუბიექტთა მიღება სურთ, რომლეთა შემოერთებაც კოალიციისთვის სასარგებლო იქნება და დასძენს, რომ მხოლოდ იმ ძალებს მიიღებენ, რომლებიც მათ არათუ დაასუსტებენ, არამედ გააძლიერებენ. პრაიმ–ტაიმში მედიასთან შეხვედრისას უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კოალიციაში პოლიტიკურ სუბიექტთა მიღება- არ მიღების საკითხს პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. კუკავა – შალამბერიძის საკითხზე კი განაცხადა, რომ მათ კოალიციასთან თანამშრომლობის სურვილი ოფიციალურად არსად არ დაუფიქსირებიათ. დავით უსუფაშვილმა დღეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც გააკეთა: განსხვავებული ხედვებისა და სტრატეგიის ადამიანები ერთმანეთს საბოლოოდ ასუსტებენ – აცხადებს უსუფაშვილი და მედიას ახსენებს, რომ კუკავა–შალამბერიძის ტანდემი რუსეთთან საკმაოდ ხშირად თანამშრომლობდა, მისივე განმარტებით, საქართველოს მომავალი გაძლიერების გზა, მხოლოდ ევროპისა და ნატოსკენ მიდის, თუმცაღა, ავიწყდება, რუსეთში ასევე ხშირად მოსიარულე კობა დავითაშვილი, რომელიც დღეს ივანიშვილის გუნდის წევრია. როგორც ჩანს ის, რაც დავითაშვილს „ეპატიება“, კუკავა–შალამბერიძესთვის „მოუნანიებელია“. ოპოზიციურ სუბიექტთაგან კიდევ ვინ მოახერხებს პირველი „შესარჩევი“ ტურის გავლას და ივანიშვილამდე მიღწევას ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები