მსოფლიო
საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო-თავდაცვითი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
2012-02-03 19:22:59
ჩამოტვირთვა
საქართველოსთან თავდაცვითი შეიარაღების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა, საქართველოსთან როგორც სტრატეგიულ მოკავშირესთან თავდაცვითი კუთხის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მანვე საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის.
ამერიკისა და საქართველოს სამხედრო კუთხით თანამშრომლობა ორმხივია და ის საქართველოს მიერ ავღანეთში ჯარების გაგზავნასაც გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთში კიდევ ერთ ბატალიონს გაგზავნის.
როგორც ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე ამბობს, საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული დეტალები ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება.
საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვითი კუთხით თანამშრომლობა აქამდეც ხორციელდებოდა. ამერიკელი სამხედროები საქართველოში ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ. თუმცა ამერიკის მიერ საქართველოსთვის უშუალოდ სამხედრო შეიარაღების მიწოდება ამ დრომდე არ ხდებოდა. საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შემხვევაში კი ამერიკა საქართველოს ახლა უკვე იარაღითაც მოამარაგებს.
რუსული მხრიდან ამერიკის ადმინიტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა საქართველოსთვის იარაღის ნებისმიერი მიწოდება რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 2009 წლის 6 აგვისტოდან იღებენ. ამჟამად ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 950 სამხედროა ჩართული. Isaf-ის სამხედრო ოპერაციებში საქართველომ 10 სამხედრო დაკარგა.
კომენტარები