2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ევროპარლამენტი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

ევროპარლამენტი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპელი კანონმდებლები კრემლს ჩატარებული არჩევნების გამო მწვავედ აკრიტიკებენ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაფრთხილებასაც აძლევენ და მომიტინგეებს ბრიუსელიდან სოლიდარობას უცხადებენ. ევროპარლამენტარებმა რუსეთის საკითხზე დებატები გამართეს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონს გააქტიურებისკენ მოუწოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინზე და მედვედევზე არჩევნებამდე ზეწოლა გააძლიეროს. რუსეთში რევოლუციური ტალღის შენარჩუნება საჭიროა, მაგრამ არა პროცესების რადიკალიზაცია, როგორც ეს არაბულ ქვეყნებში მოხდა, აცხადებენ პარლამენტარები. ევროპელი კანონმდებლები ამბობენ, რომ არჩევნების დროს კრემლმა სახელისუფლებო რესურსი გამოიყენა, არაკონკურენტუნარიანი გარემო შექმნა და პრესაზე უპრეცენდენტო ზეწოლა განახორციელა. დეპუტატების აზრით, რომ მთავრობამ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით არჩევნების ჩასატარებლად პოლიტიკური ნება უნდა დააფიქსიროს, საარჩევნო კანონი შეცვალოს და სტრუქტურული ცვლილებები გაატაროს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები