მსოფლიო
"კიბერრევოლუცია"-მსოფლიოს ახალი ისტორია
2012-02-01 21:02:59
ჩამოტვირთვა
– ეს სიტყვები ექსპერტმა რაბი უზიმ ჯერ კიდევ არაბული გაზაფხულის დასაწყისში თქვა.
კიბერრევოლუცია მსოფლიო რევოლუციათა ისტორიაში ტერმინად გასულ წელს
დამკვიდრდა.
კომუნიკაციის ახალმა შესაძლებლობებმა და "ახალმა მედიამ" ისტორიის განვითარება დააჩქარა, - განუცხადა თებერვალში იტალიურ გაზეთ "სტამპას" გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსმა იან ლესერმა.
არაბულმა გაზაფხულმა პლანეტაზე მიმდინარე გლობალური ცვლილება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, რაც პოლიტიკურ პროცესებში თანამედროვე კომუნიკაციების აქტიურ გამოყენებას უკავშირდება.
"ინტერნეტი დაბლოკილია. გვერდები, რომლებსაც ცენზურა შეეხო, არ იხსნება. სკოლებში ერთმანეთს პროქსი-სერვერების მისამართებს უცვლიან," - ეს ციტატა ტუნისელი მოსწავლის ბლოგზე გასულ წელს გამოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ტუნისის ხელისუფლება ინტერნეტის მნიშვნელობას მიხვდა, ოპოზიციური ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო,თუმცა, ამან რეჟიმს ვერ უშველა.
ეგვიპტეში, სადაც დემონსტრანტები აქციების ორგანიზებისთვის სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებდნენ, 2011 წლის იანვარში ქვეყანაში წამყვანმა პროვაიდერებმა ინტერნეტი გათიშეს, ნაწილობრივ გაითიშა მობილური კავშირიც. თებერვალში ინტერნეტი ლიბიის ხელისუფლებამაც გამორთო.
განსაკუთრებული როლი კომუნიკაციის ახალმა საშუალებებმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებში შეასრულა. მას შემდეგ, რაც პუტინის ხელისუფლებამ სამაუწყებლო მედიაზე სრული კონტროლი დაამყარა, ობიექტური ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ინტერნეტ-გამოცემები, ბლოგები და სოციალური ქსელები იქცა.
გერმანულ "ტაგესშპიგელს" მოჰყავს მონაცემები იმის შესახებ, რომ 2011 წლის დასაწყისისთვის ინტერნეტით რუსეთის 50 მილიონამდე მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 42 პროცენტი სარგებლობდა. "ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობით, ბოლო ოთხ წელიწადში რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამასთან, მომხმარებელთა ურავლესობა ახალგაზრდაა.
ტუნისისა და ეგვიპტის მსგავსად, რუსეთის ხელისუფლება შეეცადა, ინტერნეტის ფაქტორი გაენეიტრალებინა - არჩევნების დღეს კიბერშეტევების შედეგად "ეხო მოსკვი"-ს, "კომერსანტის" და რამდენიმე სხვა გამოცემის ვებგევრდი გაითიშა, შეტევები მიმდინარეობდა "ლაივჯორნელის" პოპულარულ სოციალურ ქსელზე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების მცდელობა ამაო გამოდგა.
სწორედ ინტერნეტმა აქცია პერსპექტიულ პოლიტიკოსად ბლოგერი ალექსეი ნავალნი, რომელმაც სახელი ანტიკორუფციული კამპანიით გაითქვა. მისმა ლოზუნგმა - "ხმა მიეცით ნებისმიერ პარტიას ქურდებისა და თაღლითების პარტიის გარდა" - გადამწყვეტი როლი შეასრულა არჩევნებზე "ედინაია როსიას" ფაქტობრივ წარუმატებლობაში.
ყველაფერი კი იმით დაიწყო ,რომ ტუნისში ქუჩის მოვაჭრე მოჰამად ბუაზიზიმ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის მხრიდან შევიწროების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა. ამ მოვლენამ სათავე დაუდო "არაბულ გაზაფხულს", რომელმაც 2011 წელს ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარება კარდინალურად შეცვალა.
ტუნისში პერმანენტული საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ზინ ელ აბინ ბენ ალი, რიმელიც ტუნისს 23 წლის განმავლობაში მართავდა, იძულებული გახდა, თანამდებობაც დაეტოვებინა და ქვეყანაც.
საპროტესტო აქციებმა ალჟირი, იორდანია, ეგვიპტე და იემენი მოიცვა. მრავალდღიანი არეულობის შემდეგ, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, გასული წლის 11 თებერვალს ეგვიპტეს პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გადადგა. იგი ქვეყანას 30 წლის მანძილზე მართავდა.
შემდეგ იყო არაბული გაზაფხულის ყველაზე ტრაგიკული გაგრძელება - ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის აჯანყებულები 8 თვის განამვლობაში ებრძოდნენ. დემონსტრაციების დახვრეტის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში აჯანყება დაიწყო. 19 მარტს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციით, საბრძოლო მოქმედებებში ლიბიელი დიქტატორის წინააღმდეგ ნატო-ს ავიაცია ჩაება. სამოქალაქო ომი ლიბიაში საბოლოოდ ოქტომბერში დასრულდა, როდესაც აჯანყებულებმა ქალაქ სირტეში მუამარ კადაფი წამებით მოკლეს. ძალაუფლება ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ ჩაიბარა.
მრავალთვიანი საპროტესტო აქციებისა და შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, თანამდებობა დატოვა იემენის პრეზიდენტმა აბდალა სალეხმა. თუმცა, შეტაკებები და არეულობა ქვეყანაში დღემდე გრძელდება.
მარტის თვიდან გრძელდება არეულობა სირიაში. ამ ქვეყანას 2000 წლიდან პრეზიდენტი ბაშარ ასადი მართავს, გაერო-ს მონაცემებით, 9 თვის განმავლობაში სირიის გამოსვლებს 5 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც პოლიტოლოგები და ექსპერტები თვლიან რევოლუციის ტალღა ახლო აღმოსავლეთიდან შუა აზიისკენ დაიძრა.
მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების კულმინაცია 24 დეკემბერს გამართული აქცია გახდა.
ხელისუფლებისთვის აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ საზოგადოებამ მობილიზაცია გამოკვეთილი ლიდერების გარეშე შეძლო, თანაც, ხელისუფლების მხრიდან ტელეარხებზე სრული კონტროლის პირობებში. კრემლს ერთგვარი შიში და დაბნეულობა დაეტყო. ბოლოტნაიას მოედანზე აქციის შემდეგ თავის საჯარო გამოსვლაში პრემიერმა პუტინმა პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა - პროტესტის სიმბოლო, თეთრი ლენტი, პრეზერვატივს, ოპოზიციონერები კი "ბანდერლოგებს" შეადარა და ისიც აღნიშნა, რომ აქციების ზოგიერთ მონაწილეს "მცირედ თანხებს უხდიდნენ". ამან უკმაყოფილო მოქალაქეები კიდევ უფრო აღაშფოთა.
პუტინის ყოფილი მრჩეველი, ეკონომისტი ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევს, რომ რუსული რეჟიმი მზადაა, ქვეყანაში რეპრესიები განახორციელოს ან, შესაძლოა, რუსეთი ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, რათა შიდა მოვლენებიდან საზოგადოების ყურაღება გადაიტანოს.
მოსკოვის ცენტრში ახალი ფარტომასშტაბიანი აქცია 4 თებერვალს დაიგეგმა,მანამდე კი ძალების მოსინჯვის მიზნით, მოსახლეობა ქუჩაში ლიმიტირებული დროით გამოდის.
როგორც პუტინს მაკკეინმა უწინასწარმეტყველა, კრემლს არაბული გაზაფხული უახლოვდება!!!
კომენტარები