2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტალინის ბრინჯაოს ნიღაბი აუქციონზე გაიყიდება

ჩამოტვირთვა

ბრიტანეთში იოსებ სტალინის ბრინჯაოს ნიღაბი აუქციონზე გაიყიდება. ორგანიზატორები ამ ლოტის მიმართ მყიდველთა დიდ დაინტერესებას ელიან, რადგან ნივთი უნიკალურია. ის საბჭოთა ბელადის სახის ანაბეჭდის მიხედვით არის დამზადებული, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე აიღეს. ნიღაბს ბელადის ბრინჯაოს ხელის მტევნებიც მოყვება, რომელიც ასევე გარდაცვალებისთანავე აღებული თაბაშირის ანაბეჭდის მიხედვით არის დამზადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღაბისა და მტევნების 12 ასლი არსებობს, რომლებიც ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კერძო კოლექციებში ინახება, მათ შორის გორის სტალინის სახლ-მუზეუმში. პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა ნიღაბისა და მტევნების ნაკრების 2 წყვილი მოხვდა. ისინი ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნემ ჯეიმს ბირჩმა 1990 წელს შეიძინა. ერთი წყვილი მან უკვე სოტბის აუქციონზე გაყიდა. აუქციონის ორგანიზატორის, რიჩარდ ვესტვუდ-ბრუკსის განცხადებით, სიკვდილის შემდგომ სახის ანაბეჭდის აღების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. ამ პრივილეგიით ძირითადად ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები "სარგებლობდნენ", მაგალითად, ბეთჰოვენი. "რაც შეეხებათ სახელმწიფო მეთაურებს, ჩემთვის მხოლოდ ნაპოლეონისა და სტალინის სახის ანაბეჭდებია ცნობილი", - განაცხადა ექსპერტმა. სტალინის ნიღაბი ხელის მტევნებთან ერთად 4 000 ფუნტად არის შეფასებული. ვაჭრობა 24 იანვარს ლადლოუს იპოდრომზე შედგება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები