მსოფლიო
სააკაშვილი-ობამას შეხვედრა - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა
2012-01-31 21:00:55
ჩამოტვირთვა
საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობის გაღრმავება მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
სააკაშვილი-ობამას შეხვედრას წლის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, ამ შეხვედრისას ნიშანდობლივი გზავნილები გაჟღერდა.
პრეზიდენტების შეხვედრაზე მთავრი საიხლე საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭობის ხელშეკრულების გაფორმება იყო.
საქართველოსთვის ამერიკა მე-7 ქვეყანა იქნება, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც ექპერტები, ამბობენ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ შეხვედრაზე გაცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, ამერიკას ძალიან მცირე რაოდენობის ქვეყნებთან აქვს მსგავსი ხელშეკურელბა გაფორმებული.
როგორც ნიკა ჩიტაძე ამბობს, პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები.
როგორც ქართველი ექპერტები ამბობენ,
საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მინიმუმ გაორმაგდება. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას.
საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით, 1 საათს გრძელდებოდა. პრეზიდენტებმა ქარტიის ფარგლებში გათვალისწინებული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტი განიხილეს.
კომენტარები