2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მინისტრებმა ბარაკ ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა შეაფასეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, გუშინდელი შეხვედრა ისტორიული მოვლენა იყო, რომლის შედეგები საქართველოზე დადებითად აისახება. ვიცე პრემიერ, გიორგი ბარამიძის შეფასებით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შედეგები ნიშნავს საქართველოს გაძლიერებას როგორც ეკონომიკური, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. ვიცე-პრემიერის თქმით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ეკონომიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანი იქნება. გილაურმა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ამერიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას: კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ აღნიშნა, რომ ბარაკ ობამა ამ ტიპი ვიზიტებს მხოლოდ იმ პარტნიორ ქვეყნებთან მართავს რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვნია. მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც დააჩქარებს ნატოში ინტეგრაციას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოანგილე, დავით ჯალაღანია პრეზიდენტ საკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს. მისი თქმით, ეს შეხვედრა განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ განვითარებას. როგორც ობამამ აღნიშნა, საქართველო რეგიონში მაგალითია დემოკრატიული და გამჭირვალე ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. ჯალაღანიას თქმით, ამ შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკთხები განიხილეს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გუშინ გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები