2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილი-ობამას შეხვედრას გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი გზით იქნება არჩეული, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მანანა მანჯგალაძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა და საქართველოს პირველმა პირმა შეხვედრაზე დემოკრატიულ რეფორმებზე და მათ შორის მომავალ არჩევნებზეც ისაუბრეს. ასევე შეხვედრის პრიორიტეტული საკითხი ეკონომიკისა და თავდაცვის სფერო იყო. მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზით სვლას გააგრძელებს. საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გუშინ გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები