პოლიტიკა
„ეროვნული კვლევა 2012“: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერია“
2012-01-30 22:34:09
ჩამოტვირთვა
სავარაუდო ამომრჩევლების ცდომილება მთელი ქვეყნის მაშტაბით 3,8 პროცენტია.
ასეთი შედეგი აჩვენა ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner -ის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, სახელწოდებით “ეროვნული კვლევა 2012“ რომლის მიხედვით ამომრჩეველთა უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრს, ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ მომავალ პარლამენტში ყველაზე მეტი ალბათობით სამი პოლიტიკური ძალა მოხვდება. ესენია : ნაციონალური მოძრაობა, ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალა და ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა. ვეფხვაძის თქმით, 2012 წლის არჩევნებზე მათ პროცენტულ მონაცემებს საარჩევნო სუბიექტის კონკრეტული საქმიანობა განაპირობებს:
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება პოზიტიურია . აშშ-სთან, ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობას მოსახლეობის 83% დადებითად ხოლო 9% უარყოფითად აფასებს. საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაას 78% დადებითად, ხოლო 14% უარყოფითად აფასებს.
ექსპერტ ვასილ ჭყოიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ საკაშვილისადმი ნდობის ამაღლება გამოწვეულია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებითა და საგარეო პოლიტიკით. მისივე თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი ოპოზიციის სისუტეც იყო:
კვლევაში ჩართულ რესპოდენტებს საქართველოსთვის რუსეთის საფრთხე შეაფასებინეს. 63% მა განაცხადა, რომ პუტინის რუსეთი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს საქართველოსთვის, 14%-ს კი მიაჩნია, რომ შესაძლებელია პუტინის რუსეთმა ბევრი ცუდი მოუტანა საქართველოს, თუმცა ის რეალურ საფრთხეს საქართველოსთვის არ წარმოადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო. მთავრობის მიერ გატარებული და დაგეგმილი რეფორმები კი აღნიშნულ მონაცემს გაზრდის:
„ეროვნული კვლევა 2012“ წლის 11-16 იანვარს ჩატარდა და მის ფარგლებში 1200 პირისპირი ინტერვიუ შედგა. კვლევის ფარგლებში 6 ფოკუს ჯგუფი თბილისში, ქუთაისსა და თელავში 17-19 იანვარს მუშაობდა.
კომენტარები