2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა შედეგს მოუტანს საქართველოს ობამა-სააკაშვილის შეხვედრა

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და ამერიკის პირველი პირების შეხვედრა დღეს ქართული დროით ზუსტად 12 საათზე შედგება. პოლიტიკური მხარდაჭერა, ეკონომიკური თანამშრომლობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, რეფორმების მიმდინარეობა და საერთაშორისო გამოწვევების ერთობლივი გადაჭრის გზები – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ. ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. გარდა პრეზიდენტებს შორის შეხვედრისა, იგეგმება მოლაპრაკებები ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან; ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ჯონ ბონერთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამი საჯარო გამოსვლა. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, გარდა პოლიტიკური დატვირთვისა ამ შეხვედრებს საქართველოს, როგორც ქვეყნის რეკლამირებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს დელეგაცია ამერიკაში 25 იანვარს გაემგზავრა. დელეგაციის წევრები შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მართავენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ასევე ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტი, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი უნდა გადაწყდეს. მხარეებს შორის განიხილება ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავება. როგორც ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ამბობს, ქართული დელეგციის მისამართით ინტერესი ძალიან დიდია. მიხეილ საკაშვილის ამერიკაში ვიზიტს დღეს თავად თეთრი სახლის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები