2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას პოლიტიკოსები აფასებენ

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრას ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. როგორც უმრაველესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, მხარეებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, რაც სტარტეგიული განვითარების ქარტიის ფარგლებში არსებობს. გარდა პრეზიდენტებს შორის შეხვედრისა, იგეგმება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან; ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ჯონ ბონერთან. ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამი საჯარო გამოსვლა. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, გარდა პოლიტიკური დატვირთვისა ამ შეხვედრებს საქართველოს როგორც ქვეყნის რეკლამირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები