პოლიტიკა
“ობამასთან შეხვედრაზე მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას განიხილავენ”
2012-01-30 13:28:39
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის პირველი პირის ბარაკ ობამას პირსიპირ შეხვედრაზე საუბარი, როგორც ორმხივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტს შეეხება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. დავით ჯალაღანიას თქმით, ასევე განიხილება საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ყველა ის ვალდებულება, რაც მხარეებმა უნდა შეასრულონ. ჯალაღანიას თქმით, გარდა ამერიკისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრისა ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს ფიჯის სახელმწიფოში. როგორც დავით ჯალაღანია ამბობს, სხვა შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი ვიზიტი იქნებოდა, თუმცა ახლა ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მცირე სახელმწიფოს სხვადასხვა არაკანონიერი გზით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებინოს.
კომენტარები