2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააკაშვილისა და ობამას შეხვედრას თეთრი სახლი ეხმაურება

ჩამოტვირთვა

თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდენტების შეხვედრაზე ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რაც არის გათვალისწინებული საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს პრეზიდენტმა ყველა ის საკითხი უნდა წამოწიოს, რომელიც საქართველოსა დარეგიონულ უსაფრთხოებას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე წინსვლისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ისაუბრებს მისი გაღრმავების გზებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ქარტიით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, მათ შორისაა თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის თობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები