პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში დენიელ იოჰანესს შეხვდა
2012-01-30 13:09:14
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პრეზიდენტ დენიელ იოჰანესს შეხვდა. შეხვედრა ვაშინგტონში, ბლეისჰაუზში გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ესკორტით მიიყვანეს.
ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა განათლების სფერო და კიდევ ერთი ტრანშის გამოყოფა იყო. მიხეილ სააკაშვილმა იოჰანესს ბათუმში მშენებარე ახალი უნივერსიტეტის პროექტიც გააცნო.
მისივე განმარტებით, საქართველო რეგიონისთვის თუნდაც იმის გამოა მისაბაძი, რომ მსოფლიო დონის შენობები შექმნა.
"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პრეზიდენტის თქმით კი, საქართველომ განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შევხდება.
კომენტარები