მსოფლიო
საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელში მესამე პირად ჩართვა მოითხოვა
2012-01-28 13:37:29
ჩამოტვირთვა
საქართველოს მთავრობამ რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე მესამე პირად ჩართვა მოითხოვა. სარჩელი ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლმა „ შეიტანა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ჩართულობა სამართალწარმოებაში ქართულ მხარეს დამატებითი არგუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს დაზარალებულთა უფლებების დაცვას ევროპის სასამართლოში.
,,კონსტიტუციის 42 –ე მუხლის„ თავმჯდომარის განმარტებით, ევროსასამართლოდან სულ 282 დაზარალებულის საქმეზე მიიღეს შეტყობინება, სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ.
კომენტარები