2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქსენოფობიური კანონი რუსეთში - კავკასიელების სიძულვილის გამოვლინება

ჩამოტვირთვა

ქსენოფობიური კანონი, რომელსაც კრემლში საქართველოსა და კავკასიელი ხალხების სიძულვილის გამო იღებენ მალე ძალაში შევა. ეთნიკური წარმომავლობისადმი საკუთარ აგრესიულ დამოკიდებულებას ვლადიმირ პუტინი ამჯერად საკანონმდებლო ინიციატივით ამყარებს. პუტინი ქსენოფობიურ დამოკიდებულებაზე სასაუბროდ ყველა საშუალებას იყენებს. ამჯერად კრემლი საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს. პუტინის გადაწყვეტილებით, მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირებიც, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებლებს ხელს შეუწყობენ. წლის დასაწყისისთვის პუტინისა და მედვედევის ტანდემმა უკვე რამდენიმე ქსენოფობიური განცხადების გაკეთება მოასწრო. ვლადიმერ ვლადიმერის ძემ ღია განცხადებები ეთნიკურად ქართველი ცნობილი რუსი მწერლით, და რუსული ოპოზიციის მხარდამჭერით, ბორის აკუნინით დაიწყო და თქვა, რომ ის მისთვის მიუღებელი მხოლოდ ქართველობის გამოა. ოფიციალური მოსკოვის გამხმოვანებელი აკუნინის შემდეგ დარჩენილ კავკასიას გადასწვდა და მათი წარმომავლობისადმი საკუთარი დამოკიდებულება ჯერ ფეხბურთის გულშემატკივრებთან შეხვედრაზე, შემდეგ „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ ინტერვიუში და ბოლოს ოფიციალურ პირებთან საუბარში განიხილა. როგოც ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები აცხადებენ, პუტინის ფაშისტური გამოსვლები ახალი არ არის. თუმცა ბოლო პერიოდში მისი განსაკუთრებული გაღიზიანება კიდევ ერთხელ მიანისნებს ,რომ ტანდემი დაკარგული რეიტინგის აღდგენას ქსენოფობიურად განწყობილი მოსახლეობის გულის მოგების ხარჯზე ცდილობს. უკვე მეორედ ქვეყნის პრემიერმა მიგრანტების წინააღმდეგ კანონის გამკაცრების ინიციატივა დააყენა, პუტინი-მედვედევის ტანდემი საქართველოსა და კავკასიაზე საუბარს ყველაზე მეტ დროს უთმობს ექსპერტები რუსული ტანდემის გაღიზიანებას ვაშინგტონში,ნატოს სამიტის დაწყებადე, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას უკავშირებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები