2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 მილიონი ლარი პარტიების პოლიტიკური რეკლამებისთვის

ჩამოტვირთვა

ნაციონალური მოძრაობა - 600 ათასი ლარი . მრეწველები - 213 912 ათასი ლარი. ქრისტიან-დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია და პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები - 200-200 ათასი ლარი. "თავისუფალი დემოკრატები", "მემარჯვენეები", "რესპუბლიკელები" და "საქართველოს გზა- თითოს 117 405 ლარი. "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და მოძრაობა "ერთიანი საქართველო“- თითო პარტიისთვის 115 253 ლარი. ბიუჯდეტი 2 მილიონ ლარს აღემატება. აღნიშნული თანხა საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში იმ პოლიტიკურ სუბიექტებს გადაეცემათ, რომლებმაც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა პოლიტიკური სუბიექტების სატელევიზიო რეკლამას მოხმარდება. ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შედის. როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ამ თანხებს მიიღებენ მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით იღებენ. მისივე თქმით, საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდა სამზე და გაიყო საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. პარტია“რესპუბლიკელების“ წევრ თინა ხიდაშელისთვის ჯერ უცნობია თუ რა პირობებით მოხდება აღნიშნული თანხის გადმორიცხვა, რადგან კანონში შემავალი ცვლილება დამტკიცებული არ არის. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის მანანა ნაჭყებიასთვის ეს ინიციატივა დროულია, რადგან პოლიტიკურ სუბიექტებს წინასააჩევნოდ პოლიტიკური რეკლამისთვის სახსრები არ გააჩნიათ: პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შემავალი ცვლილების ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება. პარლამენტი განხილვას საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები