2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაურუს შემდეგ ფიჯი - რუსეთი პატარა ქვეყნების მოსყიდვას განაგრძობს

ჩამოტვირთვა

წყნარი ოკეანის კუნძლზე მდებარე პატარა სახელმწიფო ფიჯიმ, შესაძლოა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ნაურუსა და ვანუატუს შემდეგ რუსეთის ხელისფლება აქტიურ მოლაპრაკებებს სწორედ ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან აწარმოებს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რთული კლიმატური პირობებია და გადაუღებელმა წვიმებმა და წყალდიდობამ უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფიჯიში დაგეგმილ ვიზიტს არ აუქმებს. ამის შესახებ განცხადება ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გააკეთა. თუმცა ბრიფინგზე საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა თავი შეიკავა სერგეი ლავრვის ვიზიტის მიზნების დაკონკრეტებისგან. რუსული გამოცემა გაზეტარუ იტყობინება, რომ ფიჯისა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის აქტიური მოლაპრაკებები მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე. ლუკაშევიჩის გრაფიკა ”ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გადაუღებელ წვიმებს ფიჯის საელმწიფოში, მაგრამ როგორც იცით მოლაპრაკებები შესაძლებელია ნებისმიერ გარემოში გაიმართოს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გრაფიკში არავითარი ცვლილებები არ არის დაგეგმილი. ხოლო რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უნდა ითქვა, რომ ფიჯის სახელმწიფოს ნებისმიერი გადწყვეტილება მისი სუვერენული უფლებაა, ასე რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ გვსურს“ ფიჯის სახელმწიფო წყნარი ოკენის კუნძლ ფიჯიზე მდბაროებს. იგი 1970 წლიდანაა დამოუკიდებული სახელმწიფო, მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 853 000 ადამიანს შეადგენს. როგორც ქართველი ექპსერტები ამბობენ, რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ჩიხში შევიდა და ხელისუფლება ამ გზით ცდილობს ყურადღების გადატანას. თუმცა როგორც ვასილ ჭყოიძე ამბობს, საერთაშორისო საზოგადოება ასეთი მცირე სახელმწიფოების მიერ ქართული ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფატქებს სერიოზულად არ აღიქვამს, და ეს პირიქით რუსეთის სახელმწიფოს საგარეო იმიჯზე უარყოფითად აისახება. გარდა ფიჯის სახელმწიფოსი რუსეთის ხელისუფლების აქტიური დიპლომატიის დამსახურებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ისეთმა მცირე ქვეყნებმაც აღიარეს, როგორც ვანუატუ და ნაურუა. ნაურუს მოსახლეობა 14 000 არ აღემატება, ხოლო ვანუატუს მოსახლეობა დაახლოებით 1000-ს ადამიანს შეადგენს. როგორც მიშა თავხელიძე ამბობს, რუსეთის ხელისუფლება დილპომატიური სურსის ამოწურვის გამო, მსგავსი ტიპის პატარა ქვეყნებთან მოსყიდვის პოლიტიკას ატარებს. ფიჯის კუნძლებზე ამ დრომდე რთული კლიმატური მდგომარეობაა. გადაუდებელი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ათასობით მოქალაქე თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. სტიქია ფიჯის კუნძულებზე გადაუღებელმა ტროპიკულმა წვიმამ გამოიწვია. ადგილზე ამ დრომდე წითელი ჯვრის სამაშველო სამსახური მუშაობს. კუნძულზე არსებული რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა ფიჯის სახელმწიფო რესპუბლიკის პირველი პირისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პირისპირ შეხვედრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები