მსოფლიო
კონტროლის პალატის ცნობით, "ქართულმა ოცნებამ" "ელიტა ბურჯს" თანხა უკან გადაურიცხა
2012-01-27 17:36:13
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ქართული ოცნება" საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონიერი მოთხოვნა შეასრულა და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, იურიდიული პირისაგან უკანონოდ მიღებული შემოწირულობა 1 100 000 ლარის ოდენობით შპს "ელიტა ბურჯს" უკან გადაურიცხა. კონტროლის პალატა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და მოუწოდებს მათ, საქმიანობა განახორციელონ კანონის მოთხოვნების ფარგლებში, კონტროლის პალატამ "ქართული ოცნება" "თვალთმაქცურ გარიგებებში" დაადანაშაულა და შესაბამისი განცხადება გუშინ გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, შპს "ელიტა ბურჯსა" და "ქართულ ოცნებას" შორის ურთიერთგადარიცხვები კანონის დარღვევით განხორციელდა. საუბარი იყო მილიონ ასი ათას ლარზე. ამასთან, ”ქართულ ოცნებაში” გუშინვე განაცხადეს, რომ კონტროლის პალატის მოთხვნას უკანონოდ მიიჩნევენ, თუმცა მაინც შეასრულებენ.
კომენტარები