2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის მოსკოვური სამეგობრო

ჩამოტვირთვა

სულ რაღაც რვა წლის წინ, როდესაც თბილისელები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები აჭარაში ჩავდიოდით, ყველას კარგად გვახსოვს, ადგილობრივი „მონარქის“, ასლან აბაშიძის დაუწერელი კანონი – აჭარაში გადასვლამდე უნდა წარგვედგინა პასპორტი, გაესინჯათ ჩვენი ბარგი და სხვა მსგავსი მრავალი უკანონობა ჩაედინათ და უპატივცემულობა გამოევლინათ. ეს ერთ–ერთი უმარტივესი მაგალითია, რაც საქართველოს nebismier მოქალაქეს moagondeba– ასლან აბაშიძის გახსენებისას. თუმცა, ისტორიამ მრავალი მაგალითი გვიჩვენა, როდესაც აბაშიძეზე ბევრად ნიჭიერ იმპერატორთა და დიქტატორთა დიქტატურა დაინგრა და დაიშალა. იგივე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მონსტრი – საბჭოთა კავშირი. საქართველოში ალბათ, არც ერთი ოჯახი არ არის, რომელსაც ან წინაპარი, ან ნათესავი, ან ახლობელი არ გადაუსახლეს – ავადსახსენებელ 37 წელს... ჩვენგან დამოუკიდებლად დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს, საბჭოეთის შემთხვევაშიც რეპრესიები დასრულდა, დიქტატურა დაიმსხვრა. დროის კატაკლიზმების მიუხედავ დღემდე არსებობენ არარეალურ სამყაროში მცხოვრები ადამიანები, თბილისში აქტიური და მოქმედია, კომუნისტური პარტია, რომლის წევრებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ, მოსკოვში კი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ასლან აბაშიძე, რომელიც ცდილობს, რომ ამბიცია დაიკმაყოფილოს, აჭარაში დაბრუნდეს და იქ რვა წლის წინანდელი დიქტატურა დაამყაროს. აბაშიძისთვის, როგორც ჩანს, საქართველოსა და აჭარის ხელახალი დაპყრობის გზად ამ ბოლო პერიოდამდე ხალხისთვის უცნობი, შესაბამისად კი საინტერესო, პოლიტიკაში გამოუცდელი ბრმა იარაღი – პოლიტიკურად ბეცი – ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. რუსეთში დაწყებული მეგობრობის ალიბს ამოფარებული ცრუ ასლანი ბიზნესმენს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. თავის დროზე, ახალგაზრდა კაცის – უჩაინეიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და შევარდნაძის დროს მიჩქმალული საქმის მთავარი გმირი ლევან პირველი, ყველასთვის კარგად ცნობილი TviTmarqvia „აჭარის ლომი“ ასლან აბაშიძე, ბიზნესმენი კოტე გეგელია – ასეთია ივანიშვილის მოსკოვური სამეგობროს არასრული ნუსხა, რას ურჩევენ ბიძინა ივანიშვილს მოსკოველი მეგობრები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, ერთი ქართული ანდაზა – ფინია აქეს, აქეზეს და ნაგაზს შეაჭამესო...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები