პოლიტიკა
ნატო-რუსეთის სამიტი, შესაძლოა, ჩაიშალოს
2012-01-27 12:40:24
ჩამოტვირთვა
ჩიკაგოში ნატო-რუსეთის სამიტი შესაძლოა ჩაიშალოს. ინფორმაციას ბი-ბი-სი ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “თუ რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ჩიკაგოში სამიტი აღარ შედგება.
ვიმედოვნებ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას დროულად შევძლებთ”- აღნიშნა რასმუსენმა. ამერიკა რაკეტ საწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განთავსებას გეგმავს, რასაც რუსეთი მის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს და საპასუხო ზომებით იმუქრება.
კომენტარები