2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაშიფრული თვალთმაქცური ოცნებები

ჩამოტვირთვა

კონტროლის პალატა "ქართული ოცნების" "თვალთმაქცური გარიგებების დამადასტურებელ მასალას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, 2011 წლის 29 დეკემბერს, მოძრაობა "ქართულმა ოცნებამ" 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშკერულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით, საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს "ელიტა ბურჯს". 2012 წლის 17 იანვარს, შპს "ელიტა ბურჯმა”, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა "ქართულ ოცნებას". აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს "ელიტა ბურჯმა” 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშკერულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა "ქართულ ოცნებას" კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის განცხადებით, საქმეში მოჩვენებითი თვალთმაქცური გარიგების ნიშნები იკვეთება. ორივე ორგანიზაცია ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს ეკუთვნის - მოძრაობა "ქართული ოცნების" გამგეობის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და, შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. შპს "ელიტა ბურჯსა" და მოძრაობა "ქართულ ოცნებას" შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად და არა იურიდიული თანამშრომლობის განხორციელების მიზნით. კონტროლის პალატის მიერ მიღებულ დასკვნას აპროტესტებენ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ იურისტის, ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებით, კონტროლის პალატა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და კერძო სამართლის სუბიექტების საქმიანობის გაკონტროლებას ცდილობს. როგორც ცნობილია, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. კონტროლის პალატის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად და მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს "ელიტა ბურჯისგან", მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მინიჭებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები