2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნება“ ფინანსურ მაქინაციაში ამხილა

ჩამოტვირთვა

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ ფინანსურ საქმიანობაში დარღვევა აღმოაჩინა. 29 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შპს „ელიტა-ბურჯს“ ავეჯის დასამზადებლად 2 მილიონი ლარი გადაურიცხა, დაახლოებით 2 კვირაში კი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. „ელიტა ბურჯმა“ კი აღნიშნული თანხიდან ნაწილი მილიონ 100 ათასი ლარი უკანვე გადარიცხა. საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, ეს გარიგება უკანონო იყო, რადგან შპს „ელიტა-ბურჯის“ დამფუძნებელი თავად ბიძინა ივანიშვილია. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ქართულ ოცნებას შპს „ელიტა-ბურჯისგან“ ჩარიცხული მილიონ 100 000 ლარი უკანვე გადარიცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები