პოლიტიკა
სტრასბურგში რუსეთის სათათბიროს არჩევნებზე დებატები გაიმართება
2012-01-26 13:46:32
ჩამოტვირთვა
ტოტალურად გაყალბებული და არა თანაბარ პირობებში გამართული არჩევნები - ასეთია ევრო საბჭოს დასკვნა 4 დეკემბერს რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. სტრასბურგში დღეს რუსეთის სათათბიროს არჩევნებზე დებატები გაიმართება.
ევროპელი კანონმდებლები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით 24 გვერდიან დასკვნას რუსულ დელეგაციას გააცნობენ.
ევრო საბჭოს ასამბლეაზე დიპლომატები, რომლებიც არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდნენ იმ დარღევებზე ისაუბრებენ, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე აღმოაჩინეს.
დებატებში ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების გამართვის საკითხს დასვამს.
კომენტარები