2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

როზა ლორთქიფანიძიდან – ეკატერინა ხვედელიძემდე

ჩამოტვირთვა

რამდენად წარმატებულნი არიან ქალები პოლიტიკაში, რამდენად სასურველია ქვეყნისთვის სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფოს მართვის პროცესებში ჩართვა – ამ საკითხებს დღეს, როდესაც ქალი უკვე დიდი ხანია ემანსიპირებულია თითქმის არავინ განიხილავს. ყველა ადამიანის ქმედება, პოლიტიკოსის კი აღმატებულ ხარისხში, ბუნებრივია, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. საქართველოში ქალ – პოლიტიკოსთა საკითხი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, პოსტ– საბჭოთა პეროიდის შემდეგ დროის კატაკიზმის შედეგად, საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ დღის წესრიგში დადგა; ერთ–ერთი გამოკვეთილი ფიგურა ექს სპიკერი ნინო ბურჯანაძეა. პოლიტიკაში მრავალი წლის გამოცდილების მიღების სემდეგ კარიერა ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ‘ბელა ჩაოთი“ დაასრულა. მარგარეტ ტეტჩერის იმიჯი, მხოლოდ ვიზუალური ეფექტი აღმოჩნდა, რაც სამწუხაროდ, გასული წლის 26 მაისის მსხვერპლით დასრულებულმა განდიდების სურვილის რეალიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უსუსურმა სურვილმაც დაადასტურა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი – ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ეს ნათქვამი სამწუხაროდ განდიდების მანიით შეპყრობილ ქართველ პოლიტიკოს ქალბატონებს, როგორც ჩანს არ ახსოვთ. მედეა მეზვრიშვილი, მანანა გიგინეიშვილი, როზა ლორთქიფანიძე, ირინა სარიშვილი – ასეთი იყო შევარდნაძის მთავრობაში მოღვაწე პოლიტიკოს ქალბატონთა არასრული ნუსხა. ამბიციური პოლიტიკოსობის მსურველები თავიანთ ძალებს, როგორც ჩანს სრულფასოვნად ვერ აფასებენ. საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენებით მოხიბლულნი კი იმედგაცრუებულნი და გაწბილებულნი რჩებიან – ეს უახლოესი წარსულის ისტორიაა. მრავალწლის პოლიტიკაში ნამოღვაწევი და კარიერის კრახით დასრულებული ბურჯანაძის შემდეგ დღეს ქართულ რეალობას ახალი პოლიტიკოსი ქალის სახით ეკატერინე ხვედელიძე ევლინება. ქართული ოჯახის დიასახლისი, კარიერის დაწყებასა და ქვეყნის გადარჩენას, შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების გარეშე გეგმავს. არსებული, სამწუხაროდ, არასახარბიელო ვითარების მიუხედავად, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკოსობის მსურველი ქალბატონები უფრო უკეთ მოემზადებიან და ქართველი ხალხის ნერვებსა და სიცოცხლეს თავიანთ ამბიციებს არ გადააყოლებენ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები