2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინმა ჩრდილო კავკასიის შესახებ განცხადება გააკეთა

ჩამოტვირთვა

ჩრდილოეთ კავკასიაზე ვლადიმერ პუტინი ისევ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, ამჯერად კისლოვოდსკში, ფედერაციის რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრაზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ძლიერების მთავარ ბერკეტს ჩრდილოეთი კავკასია წარმოადგენს და შიშობს, რომ თუ ქვეყანას მის ამ ერთეულებს მოაცილებენ, ის მესამეხარისხოვან რეგიონულ ძალად გადაიქცევა. "ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები საუკუნეების განმავლობაში ცდილობენ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ჩამოაცილონ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რეგიონის მნიშვნელობას. თუ რუსეთს ნაციონალური ერთეულები ჩამოშორდება, ქვეყანა უღიმღამო და მესამეხარისხოვან რეგიონულ ძალად გადაიქცევა. რუსეთი და რუსი ხალხი მაგნიტივითაა. ისინი ფედერაციის ფარგლებში სხვადასხვა ერის ადამიანებს იზიდავენ თავისკენ. ამის გარეშე, ქვეყანა ვერ იარსებებს, ამით კი, პირველ რიგში, რუსები დაზარალდებიან. არ გვაქვს უფლება, ეს დავუშვათ," - განაცხადა პუტინმა. პუტინმა ყურადღება, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გუბერნატორების არჩევითობაზეც შეაჩერა. განსაკუთრებული მხარდაჭერა შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებით კი ჩეჩნეთის პრეზიდენტისგან მიიღო. რამზან კადიროვის თქმით, მისი ნება რომ იყოს, რუსეთში აქციის ყველა ორგანიზატორს ციხეში ჩასვამდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები