2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ განთავსდება

ჩამოტვირთვა

საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება არ იგეგმება, თუმცა ამ თემაზე რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. სულ ცოტა ხნის წინ კავკასიის რეგიონზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა ამერიკამ ირანის წინააღმდეგ რაკეტსაწინააღმდეგი დანდადგარები საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს. როგორც ქართველი დეპუტატები ამბობენ, ამ საკითხის ოფიციალურ დონეზე განხილვა ამერიკის მხრიდან არ დაწყებულა. რუსეთის პრემიერ მინისტრმა მსგავსი განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დაანონსა. რუსეთის ხელისუფლების ამგვარ განცხადებებს სხადასხვაგვარად ხსნიან ექპერტები. ერთი მოსაზრებით, რუსეთი ირანის ირგვლივ არსებული დაძაბულობის ფონზე პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. ქართველი ექსპერტი ვასილ ჭყოიძე კი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებების გაკეთება შიდა დაძაბულობის გადასაფარად სჭირდებათ. რუსეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნშნა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამერიკა მის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას სწორედ საქართველოში არ განათავსებს. მისივე განცხადებით თუ ეს ასე მოხდა რუსეთს თავისი შეტევითი სისტემების საქართველოს წინაარმდეგ გამოყენება მოუწევს. პუტუნის მიერ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან გაკეთებულ განცხადებებს სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დაიდო. „შეხვედრის მსვლელობისას ვ. პუტინმა „შეშფოთება“ გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსების შემთხვევაში მოუწევს რაკეტები დაუმიზნოს საქართველოს. თითქოს რუსეთს არ ჰქონდეს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20% და იქ განლაგებული დამრტყმელი ძალა – სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“ და „ტოჩკა–უ“ რეაქტიული ცეცხლის დანადგარი „სმერჩი“, საქართველოზე არ იყოს დამიზნებული. ისევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ არის კონცენტრირებული ოკუპირებულ რეგიონებში რამდენიმე ასეული ერთეული უახლესი ჯავშანტექნიკა, სხვა რუსული შეიარაღება.„ რუსეთის პრემიერმა სულ ცოტა ხნის წინ ასევე დაანონსა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების ჩატარების თარიღიც. მისი თქმით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის სხვა ოლქებსა და სომხეთში სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „კავკასია -2012“ სექტემბერში ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები