პოლიტიკა
პალიტრაtv-ის მენეჯერს ივანიშვილისგან ფულის დაცინცვლაში ადანაშაულებენ
2012-01-23 19:56:43
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. ბიზნესმენს ამჯერად მისივე მომხრე რეჟისორი ზაზა სვანაძე მასმედიის საშუალებით მიმართავს და პალიტრა tv- ის მენეჯერის დაჩი გრძელიშვილისგან თავის შორს დაჭერას სთხოვს. რეჟისორი ჟურნალისტს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ივანიშვილისთვის ფულის გამოძალა სურს. მისივე თქმით, დაჩი გრძელიშვილი თავის ხალხს მოსალაპარაკებლად სისტემატურად გზავნის ბიძინა ივანიშვილთან, რათა ბიზნესმენის მილიონებით ხელი მოითბოს.
ზაზა სვანაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს პალიტრა tv-ის მენეჯერი დაჩი გრძელიშვილი. ჟურნალისტს სვანიძის მიერ მის საწინააღმდეგოდ წამოწყებული კამპანიის მოტივთან დაკავშირებით საუბარი უჭირს და აცხადებს, რომ სვანიძის ბრალდებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
ზაზა სვანიძე მასმედიის წინაშე ადასტურებს, რომ დაჩი გრძელიშვილის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვს მოპოვებული, თუმცა ამ ეტაპზე წყაროს ვინაობას არ ასახელებს. იმ შემთხვევაში, კი თუ მას კრიტიკის ობიექტი სასამართლოში უჩივლებს უსაფუძვლო ბრალდებებისთვის, სვანაძე ამბობს, რომ შეძლებს საკუთარი ინფორმაციის დოკუმენტალურ დადასტურებას.
კომენტარები