პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე ივანიშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
2012-01-23 18:14:06
ჩამოტვირთვა
,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ბრძოლა ან ხელისუფლებასთან გარიგებით დასრულდება ან ქუჩის აქციებით.
როგორც ბურჯანაძემ პრაიმტაიმის პრეს კლუბში აღნიშნა, თავად ქუჩაში გამოსვლას ჯერ არ აპირებს, თუმცა ფიქრობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნების გზით ბრძოლას აზრი არ აქვს.
ბურჯანაძემ დღეს ისიც აღნიშნა, რომ სამომავლოდ არჩევნებში მონაწილეობას გეგემავს, თუმცა მარტო იყრის კენჭს თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, როგორც ოპოზიციონერი აღნიშნავს, მას ჯერ ბიძინა ივანიშვილისაგან თანამშრომლობაზე შეთავაზება არ მიუღია.
ბურჯანაძემ ირაკლი ალასანიას ფრაზა გამოიყენა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გარემოცვა შედგება რიგი პოლიტიკოსებისაგან, რომლებისგანაც ვერც ქვეყანა და ვერც ბიზნესმენი ხეირს ვერ მიიღებს.
კომენტარები