პოლიტიკა
ქართულმა მხარემ ლაშა შუშანაშვილის ექსტრადირება მოითხოვა
2012-01-23 14:43:34
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვა. ვაშაძის მოხსენება უკვე შეტანილია სესიის დღის წესრიგში და მისი გამოსვლა 25 იანვარსაა ჩანიშნული. როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
საბერძნეთში დაკავებული ქართველი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძებნა საქართველოსაც ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირების საკითხი უკვე დააყენა, თუმცა შუშანაშვილის გადაცემას ესპანური მხარეც ითხოვს, რადგან ის ესპანეთის მოქალაქეცაა.
კომენტარები